10 თებერვალი, 2026 17:17
როგორია მოსწავლეთა რაოდენობა საფეხურების მიხედვით საჯარო და კერძო სკოლებში – ბოლო მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644 243 მოსწავლე ირიცხებოდა. მათგან 572 264 ბავშვი საჯარო სკოლაში, 71 979 კი – კერძოში სწავლობდა.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ საფეხურების მიხედვით, ყველაზე მეტი – 333 224 მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებით საფეხურს ჰყავს, საბაზოზე – 225 884, ხოლო საშუალო საფეხურზე 85 135 ბავშვი ირიცხება.
რაც შეეხება საჯარო და კერძო სკოლებში [ცალ-ცალკე] საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა განაწილებას, მონაცემები შემდეგნაირია:
საჯარო სკოლა
- დაწყებითი – 292 552
- საბაზო – 203 088
- საშუალო – 76 624
კერძო სკოლა
- დაწყებითი – 40 672
- საბაზო – 22 796
- საშუალო – 8 511
ასევე იხილეთ:
მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა, სკოლების კი – შემცირდა – როგორია ბოლო 11 წლის მონაცემები
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი
-
ცნობილია, საჯარო და კერძო სკოლების რამდენ მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი 2024-2025 წელს – საქსტატის მონაცემები by სკოლების ამბები