„დამამთავრებელ კლასში აუცილებლად დაწერეთ განმავითარებელი შეფასებაც!“ – გამოცდილი პედაგოგის რჩევა კოლეგებს
„ახლა სწორედ ის კვირაა, როცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ელექტრონულ ჟურნალში საბოლოო შეფასებებს ვუწერთ. მინდა გითხრათ, რომ ეს პედაგოგისთვის უდიდესი პასუხიმგებლობაა“ , – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან სოფელ ქვიშხეთის მეთორმეტე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი, იამზე მურმანიშვილი და კოლეგებს ურჩევს, განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად, აუცილებლად გამოიყენონ განმავითარებელი შეფასებაც.
“ჩვენი მეთორმეტეკლასელები ქულით ხუთ სასწავლო საგანში ფასდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქულა მათ საუნივერსიტეტო გეგმებზე არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, აუცილებელია, საბოლოო შეფასება მაქსიმალურად ობიექტურად დავწეროთ, ამისთვის კი მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ თუ რა მიზეზით დავუწერეთ ეს კონკრეტული შეფასება.
“დამამთავრებელ კლასში, სწორედ ახლა, აუცილებლად დაწერეთ განმავითარებელი შეფასებაც! მოსწავლეები ამით გაარკვევენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს. უკუკავშირი მნიშვნელოვანია. მე მჯერა, ჩემი კოლეგების სამართლიანობის და დარწმუნებული ვარ, მოსწავლეების შეფასების პროცესში ისინი მაქსიმალურად ობიექტურები იქნებიან“, – ამბობს პედაგოგი.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები