6 თებერვალი, 2026 17:13
„დიდხანს რჩება მეხსიერებაში“ – კიდევ რაში ეხმარება „თამაშით სწავლა“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს
ავტორი: ირინა ფუტკარაძე – თბილისის 221-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
„თამაშით სწავლა“ დაწყებით კლასებში მნიშვნელოვანია. ჩემმა მრავალწლიანმა პრაქტიკამ დამანახა, რომ ახალი მასალა ბავშვებში შიშს იწვევდა. სწორედ ამიტომ, ყველაფერს ახალს ვიწყებთ გართობით:
- თამაშის დროს მოსწავლე უფრო გაბედულია და ნაკლებად ფიქრობს შეცდომის დაშვების შიშზე;
- თამაშისას მოსწავლე სწავლობს გუნდურობას, ემოციურ მხარდაჭერას, რიგის დაცვას და ერთმანეთის აზრის მოსმენას;
- თამაშით მიღწეული გამარჯვება/აღმოჩენა უფრო გრძელვადიანია და დიდხანს რჩება მეხსიერებაში;
ასე მაგალითად, ჩემს მეორეკლასელებს გაუჭირდათ რიცხვით სხივზე რიცხვის უახლოესი ხუთეულის, ათეულისა და ოცეულის პოვნა. ამიტომ, მოვიფიქრე თამაში – „მიიყვანე ფუტკარი სკაში“. თითოეული „სკა“ დავამაგრე ათეულებზე, ხუთეულებსა და ოცეულებზე, შემდეგ კი „ფუტკარი“ სხივზე უნდა მიეყვანათ სახლში.
თამაშის შედეგად, მოსწავლეებმა მარტივად დაიმახსოვრეს უახლოესები (ხუთეული, ათეული, ოცეული) და საბოლოოდ, რთული საკითხი მათთვის მარტივი აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი