როგორ უნდა გადაანაწილო დრო ისე, რომ სწავლისთვისაც გეყოს და თამაშისთვისაც დაგრჩეს – რჩევები მოსწავლეებს
ავტორი: ნათია კოხოძე – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
გინდა, რომ დრო შენს მხარეს იყოს სწავლისთვის, თამაშისა და დასვენებისთვის? მაშინ მოდი, ერთად ვნახოთ, როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ყველაფერი მოასწრო.
სკოლიდან რომ დაბრუნდები, ცოტა დაისვენე და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე. მოიცადე, რომ ტვინიც ახალი ენერგიით შეივსოს. შემდეგ კი, მეცადინეობა დაიწყე.
პირველ რიგში, შენ გვერდით არსებული ყურადღების გამფანტავი ნივთები, ტელეფონი და კომპიუტერი შეინახე სხვა ოთახში. კომფორტულად მოთავსდი მშვიდ ადგილას, რომ ყურადღებით იყო. შემდეგ დროს უთხარი, რა უნდა გააკეთოს. დაისახე გეგმა. დაწერე ფურცელზე: დღეს ვსწავლობ → ვისვენებ → ვთამაშობ. შემდეგ ჩამოწერე, კონკრეტულად რომელი დავალებები გაქვს გასაკეთებელი. როცა ერთ დავალებას დაამთავრებ, მონიშნე ✔️ ნახავ, რომ დრო სწორად გამოიყენე!
მეცადინეობისას, პირველ რიგში, ყველაზე რთული დავალება გააკეთე. როცა ამას დაამთავრებ, დანარჩენი უკვე შენთვის მარტივი იქნება. სწავლა დაყავი პატარა ნაწილებად: მაგალითად, 20 წუთი – სწავლა, 5 წუთი – შესვენება.
შესვენების დროს, შეგიძლია, ფეხზე წამოდგე და გაწელვა გააკეთო, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო, ცოტა ხანი გაისეირნო, წყალი დალიო ან უბრალოდ მოუსმინო მუსიკას. მცირე აქტივობები საშუალებას აძლევს შენს ტვინს, ცოტა გააქტიურდეს, დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ მშვიდად ითამაშე. როცა მეცადინეობა უკვე დასრულებულია, თამაში უფრო გემრიელია და დრო ორივეს ეყოფა. არასდროს დაივიწყო, რომ დასვენებაც მნიშვნელოვანი ნაწილია. ძილი და მცირე შესვენებები დაგეხმარება, რომ შემდეგ დრო უფრო კარგად გამოიყენო.
ბოლოს კი დაფიქრდი, რა მოასწარი დღეს. ასე ხვალინდელ დღეს უფრო კარგად დაგეგმავ და დრო შენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
ასევე იხილეთ:
არ მუშაობს „დაჯექი, იმეცადინე“ – რა სჭირდება მოსწავლეს ამის სანაცვლოდ მშობლისგან
-
რისთვის არის საჭირო ელექტრონულ ჟურნალში შეტყობინებების მართვის ფუნქცია – ინფორმაცია მშობლებისთვის და არა მხოლოდ by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გრძელდება – მორიგი სესია ქართულ ენაში გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS