GE
2 დეკემბერი, 2024 10:32

საგანმანათებლო სივრცე წყალზე და გამოქვაბულში – სკოლები, რომლებიც განათლების უნიკალურ შესაძლებლობებში დაგარწმუნებენ

არსებობენ სკოლები, რომლებიც განსაკუთრებით დაგარწმუნებენ განათლების უნიკალურ შესაძლებლობებში!

EDU.ARIS.GE რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებით მოგიყვებათ როგორ მოხდა ზოგადი განათლების მიცემა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონდათ.

მაკოკოს მცურავი სკოლა ნიგერიაში

იხილეთ ფოტო:

სკოლა ნიგერიაში 2013 წელს აშენდა. მცურავი სკოლის აშენებისთვის გამოიყენეს ბამბუკის ხე. (რეგიონი მდიდარია ხე-ტყის რესურსით) 2016 წლის 7 ივნისს მაკოკოს მცურავი სკოლის სტრუქტურა უარყოფითად დაზარალდა ძლიერი წვიმის შედეგად და ჩამოინგრა. სკოლა წყალზე ცურავს და ერთდროულად იტევს100 ბავშვს.

მსოფლიოში ყველაზე მწვანე სკოლა ინდონეზიაშია, სკოლა ბუნებრივი სერურსების იმედზეა

იხილეთ ფოტო:

სკოლის შენობის კამპუსი მთლიანად მუშაობს ბუნებრივი რესურსებით. იკვებება100-ზე მეტი მზის პანელით.

საკლასო ოთახები ღიაა ცის ქვეშაა. შენობა, ბამბუკის კედლებითაა აშენებული, სახურავები კი დაფარულია ბალახით. კონცეფცია ღია ცის ქვეშ ხელს უწყობს კავშირს გარემოსთან, რაც ბავშვებს აცნობიერებს მათ გარშემო არსებულ სამყაროს. ბუნების მუდმივი ზემოქმედება ხელს უწყობს მოსწავლეებს, იყვნენ უფრო დაკვირვებულნი და დააფასონ თავიანთი სასწავლო გარემო.

გამოქვაბული სკოლა  ჩინეთში

იხილეთ ფოტო:

სკოლა მდებარეობს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონში, სოფელ მაოში ზიუნის ოლქში. მან შესთავაზა განათლება, ბავშვებს რომლებსაც არ ჰქონდათ განათლებაზე წვდომა. 2011 წელს სკოლა ჩინეთის მთავრობამ დახურა მას შემდეგ, რაც მათ განაცხადეს, რომ ქვეყანა არ არის “გამოქვაბულის საზოგადოება”.  2011 წლამდე ეს დაწყებითი სკოლა მუშაობდა 8 მასწავლებლით, რომლებიც ასწავლიდნენ 186 მოსწავლეს.

ასევე იხილეთ:

ლექსები, რომლებიც პირველკლასელებს მათემატიკის სწავლას გაუმარტივებს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში