„გამოთვალე და გააფერადე“ – სახალისო მათემატიკა პირველკლასელებისთვის
ავტორი: მანანა მაისურაძე – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, ბავშვებს რამდენად საინტერესო და გასაგები ფორმით მიეწოდებათ ახალი ცოდნა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, განსაკუთრებით კი ელექტრონული რესურსები.
ელექტრონული რესურსები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, ინტერესის გაღვივებასა და სასწავლო მასალის უკეთ გააზრებას. ვიზუალური და ინტერაქტიული ელემენტები ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლა აღიქვან როგორც საინტერესო აღმოჩენის პროცესი და არა მხოლოდ ვალდებულება.
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი რესურსები, რომლებიც ასაკობრივ თავისებურებებს ითვალისწინებს, ავითარებს აზროვნებას, წარმოსახვასა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. სწორედ ასეთი რესურსები ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის მიღებაში მარტივად, თამაშის ელემენტებითა და პოზიტიური ემოციების ფონზე.
ამგვარი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გაზიარება ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა უკეთეს სწავლებას, არამედ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე, ეფექტური სწავლების მეთოდების გავრცელებასაც.
სწორედ ამ მიზნით, გიზიარებთ მათემატიკის სახალისო რესურსს პირველკლასელებისთვის – აქტივობების კრებული
ასევე იხილეთ:
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის
-
რისთვის არის საჭირო ელექტრონულ ჟურნალში შეტყობინებების მართვის ფუნქცია – ინფორმაცია მშობლებისთვის და არა მხოლოდ by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გრძელდება – მორიგი სესია ქართულ ენაში გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS