GE
6 მარტი, 2026 11:00

„ყურადღება, აღქმა, მეხსიერება“ – რესურსი, რომელიც მოსწავლეს შემეცნებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება

ავტორი: ნიცა ფხალაძე – თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 97-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

რა უნდა ვიცოდეთ შემეცნებითი უნარების განვითარებაზე

შემეცნებითი უნარების განვითარება წარმოადგენს უწყვეტ, სისტემურ და მიზანმიმართულ პროცესს, რომელიც ქმნის საფუძველს მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და ფუნქციური დამოუკიდებლობისთვის.

ყველა მოსწავლე ერთმანეთისგან განსხვავდება საკუთარი შესაძლებლობებით, უნარებითა და საჭიროებებით, აგრეთვე სწავლისა და გარემოსთან ადაპტაციის ტემპით, მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგიური ასაკის თვალსაზრისით, ისინი, შესაძლოა, თანხვედრაში იყვნენ.

აღნიშნული ინდივიდუალური განსხვავებები განსაზღვრავს დიფერენცირებული და მოსწავლეზე მორგებული სასწავლო მიდგომების აუცილებლობას.

როგორ შევუწყოთ ხელი შემეცნებითი უნარების განვითარებას

შემუშავებულია აქტივობები, რომლებიც მიმართულია მოსწავლეებში ძირითადი შემეცნებითი პროცესების – ყურადღების, აღქმის, მეხსიერებისა და აზროვნების – მიზანმიმართული განვითარებისკენ.

სამუშაო პროცესი აგებულია თამაშზე დაფუძნებულ, მრავალსენსორულ და სტრუქტურირებულ მიდგომაზე, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას.

აქტივობების განხორციელებისას ვეყრდნობით შემდეგ პრინციპებს:

  • მკაფიო და ლაკონიური ინსტრუქციების მიწოდება;
  • ვიზუალური მასალის ინტეგრირება;
  • დავალებების ეტაპობრივი გართულება (მარტივიდან რთულისკენ);
  • მიზანმიმართული გამეორება და უნარის გამყარება;
  • პოზიტიური და დროული უკუკავშირის უზრუნველყოფა.

აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას, ამაღლებს მოტივაციას და ქმნის წარმატების გამოცდილებას.

რესურსი, რომელიც ბავშვებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება

გთავაზობთ, შემეცნებითი უნარების გასავითარებელ აქტივობებს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, მათ შორის სსსმ მოსწავლეებისთვის – იხილეთ: შემეცნებითი უნარების განვითარების რესურსი

რესურსის მიზანია მოსწავლეებში ყურადღების, აღქმისა და მეხსიერების უნარების განვითარება, კონცენტრაციის გაზრდა და კოგნიტური პროცესების გააქტიურება.

ასევე იხილეთ:

რა ზრდის მოსწავლის მოტივაციას სასწავლო პროცესში – ფრაზები და პრაქტიკული მაგალითები

„თუ ეკრანი მთავარი მეგობარია“ – რა შევთავაზოთ შვილს

schools.ge (ნ)