ჰორიზონტის მხარეების სწავლა ფერადი ფურცლების გამოყენებით – მასწავლებლის ღია გაკვეთილი მშობლებისა და მოსწავლეებისთვის
„უსაფრთხოება უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაშქრობას ან ექსკურსიას ვგეგმავთ. თქვენი პირველი ამოცანა კი არის ჰორიზონტის მხარეების სწავლა, ეს დაგეხმარებათ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ადგილებიდანაც კი მშვიდობით დაბრუნდეთ“, – უხსნის EDU.ARIS.GE-ს თბილისის 142-ე საჯარო სკოლის, გეოგრაფიის საგნის პედაგოგი, ხატია ლომსიანიძე და მშობლებსა და მოსწავლეებს ზაფხულის არდადეგებზე გამოსაყენებელ იმ მეთოდს უზიარებს, რომლითაც მარტივად შეძლებენ ჰორიზონტის მხარეების ერთმანეთისგან გარჩევას.
ხატია ამბობს, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივ ამოცანას ჰგავს, თუმცაღა როცა სივრცე ვრცელია, ამოცანაც რთულდება.
“ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე მზეს აქვს ჩასვლა-ამოსვლის მიმართულება, ამოდის აღმოსავლეთიდან და ჩადის დასავლეთით. ჩვენ თუ დავდგებით სახით მზის მიმართულებით მაშინ ჩვენ გვეცოდინება ერთი მიმართულება, რაც პირდაპირი მნიშვნელობით გასწავლის დანარჩენ მიმართულებებსაც, მთავარია, ვიცოდეთ სად იწყება ჰორიზონტის ხაზი”, – აღნიშნავს ხატია ლომსიანიძე.
ჰორიზონტის მხარეების სწავლა ფერადი ფურცლების გამოყენებით, ღია გაკვეთილი:
მაგალითისთვის, ფერად ფურცლებს მივანიჭოთ ჰორიზონტის მხარეები: ლურჯი-ჩრდილოეთი, ყვითელი-სამხრეთი და ასე შემდეგ.. ღია სივრცეში დავდგეთ ხაზზე და ვთქვათ რომელია შესაბამისი მიმართულებება. თავდაპირველად გამოვიყენოთ ყველა მიმართულება, ხოლო შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულება. როგორც აღვნიშნე, თუ ვიცით ერთი მიმართულება, ესეიგი ვიცით დანარჩენიც. ამგვარად, ბავშვი მზად იქნება დაგეგმოს ლაშქრობა და არც კომპასის სწორად გამოყენება გაუჭირდება.
იხილეთ ფოტო:
იხილეთ, გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ჰორიზონტი – თვალით ხილულ ზედაპირი ანუ ღია სივრცე, რომელსაც ადამიანის თვალი წვდება. ჰორიზონტი 2 სახისაა: ღია და დახურული. საშუალო სიმაღლის ადამიანი 4.5-5 კმ-ზე ხედავს;
ჰორიზონტის ხაზი – წარმოსახვით ხაზი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ცა და დედამიწა ერთმანეთს უერთდება;
ჰორიზონტის მხარე – სივრცე ბისმიერი მიმართულებით, ადამიანის დგომის წერტილიდან ჰორიზონტის ხაზის გადაკვეთამდე.
ასევე იხილეთ:
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ