„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა
ავტორი: ნათია კოხოძე – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
კვებიდან კლასში ვბრუნდებოდით. 5 წუთში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი უნდა დაგვეწყო. თემა იყო ბიძგი, მოქაჩვა, ძალა და მოძრაობა – ბავშვებისთვის მარტივი საკითხი, გაკვეთილიც წინასწარ დაგეგმილი მქონდა.
მოულოდნელად ორმა მოსწავლემ წინ გამასწრო. მიუხედავად ბევრი მითითებისა, ხშირად აკეთებდნენ ასე. ჩემს მისვლამდე კარს აწვებოდნენ და სხვა მოსწავლეებს კლასში არ უშვებდნენ. რა თქმა უნდა, თამაშობდნენ. მე იმ დროს გაკვეთილზე ვფიქრობდი და სწორედ მათმა ქმედებამ გადამაწყვეტინა, ეს სიტუაცია სწავლებისთვის გამომეყენებინა. იქვე შევცვალე გეგმა. არ გავაჩერე ისინი და დავაკვირდი, როგორ მოქმედებდნენ, როგორ იყენებდნენ ძალას, როგორ ცდილობდნენ კარის გაღებას. სწორედ იქ, კართან, ხმაურსა და უწესრიგო მოძრაობაში დაიწყო „ნამდვილი გაკვეთილი“ ბიძგზე, მოქაჩვაზე, ძალასა და მოძრაობაზე.
ბავშვებს ვკითხე, როცა კარს ვაწვებით, რა ხდება და კარი ჩვენკენ მოდის თუ გვშორდება. ბავშვებმა თავად დაასკვნეს, რომ ეს არის ბიძგი. შემდეგ ვცადეთ საპირისპირო მოქმედება და კარი ხელით გამოვქაჩეთ. ვკითხე ახლა რა მოხდა. ასე გავიგეთ, რომ ეს არის მოქაჩვა – როცა საგანს ჩვენკენ ვაახლოვებთ.
გაკვეთილის ბოლოს უსაფრთხოებაზეც ვისაუბრეთ. რატომ არ არის კარგი კარზე ძლიერი ბიძგი და რატომ სჯობს, მშვიდად შევიდეთ კლასში. ასე გადავაქციეთ ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო შესაძლებლობად, დაკვირვებად, აღმოჩენად და სწორი ქცევის ჩამოყალიბებად ერთდროულად. ზოგჯერ საუკეთესო სასწავლო რესურსი სწორედ ჩვენს ყოველდღიურ, თითქოს უმნიშვნელო სიტუაციებში იმალება.
ასევე იხილეთ:
„აპოვნინეთ ბავშვს თავისი ძლიერი მხარეები“ – რა როლი აქვს მშობელს შვილის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში
-
მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი კონკურსი – „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამოცხადდა – ვადები და კრიტერიუმები by სკოლების ამბები
-
„აპოვნინეთ ბავშვს თავისი ძლიერი მხარეები“ – რა როლი აქვს მშობელს შვილის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS