GE
4 მაისი, 2020 10:55

კერძო სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები კიევის სკოლის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო გაკვეთილში ჩაერთვნენ

სკოლა ,,აკადემოსის’’ მოსწავლეები დისტანციური სწავლების პერიოდშიც კი მონაწილეობენ სკოლის მიერ შეთავაზებულ საინტერესო პროექტებში. ამჯერად მათ მიიღეს მონაწილეობა კიევის გაძლიერებული ინგლისური სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო გაკვეთილში, რომელიც ეხებოდა დღევანდელ აქტუალურ საკითხს – კორონავირუსს. მათ წარმოადგინეს სხვადასხვა საინტერესო სლაიდშოუ კომიქსებისა თუ მოწოდების სახით.

ორ ეტაპად ჩატარდა შეხვედრა, სადაც სკოლა „აკადემოსის“ მხრიდან მე-2 კლასის მოსწავლეებიც კი მონაწილეობდნენ.

“შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი პედაგოგებს: მარიამ ნიკოლეიშვილსა და მარიამ აბრამიშვილს”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, თამარ ჩანტლაძემ.

Aris.ge - განათლება განათლება