GE
16 აგვისტო, 2024 12:12

მენტორი მასწავლებელი კოლეგებს ელექტრონულ რესურსს უზიარებს – „უკეთესია რვეულსა და ბაინდერზე“

“მასწავლებლის ეს საქაღალდე უკეთესია იმ რვეულსა და ბაინდერზე, რომლებსაც პედაგოგები იყენებენ თავიანთი დროის, ამოცანების, კლასის შესახებ ინფორმაციის ორგანიზებისა და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის. ჩემი შექმნილი საქაღალდე მათ ნამდვილად დაეხმარებათ პროდუქტიულობის ზრდაში და გაუმარტივებთ გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მიზნების დაბალანსებას”, – ამის შესახებ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი, თამუნა ვალიშვილი გვესაუბრება და კოლეგებს საკუთარი ხელით შექმნილ ელექტრონულ რესურსს, “მასწავლებლის საქაღალდეს” უზიარებს.

იხილეთ და ჩამოტვირთეთ რესურსი: მასწავლებლის საქაღალდე

რა არის მისი უპირატესობა რვეულსა და ბეინდერთან შედარებით?! რისი აღნიშვნა შეუძლიათ მასში.. აი რას ამბობს, სპეციალისტი:

“მასწავლებლის საქაღალდე” ისეთივე უნიკალური და მრავალფეროვანია, როგორებიც თავად მასწავლებლები. ის შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა თემას: მოსწავლეთა მონაცემები, მათი დასწრების მონაცემები, დავალებები, რომლებსაც მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილების გეგმებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. გარდა ამისა, ზოგჯერ, ეს “საქაღალდე” შეიძლება, მოიცავდეს კონკრეტული აქტივობების დეტალური დაგეგმვის შაბლონებს, როგორიცაა მაგ.: კლასში არსებული მკითხველთა თუ მათემატიკოსთა, ან სხვა ჯგუფების მონაცემები (ზოგადი თუ კონკრეტული).

მეორე უპირატესობაა მისი ვიზუალი, რომელიც დადებითად მოქმედებს მასწავლებლის განწყობაზე და ერთგვარ მოტივაციასაც წარმოადგენს, დაგეგმოს ყოველი დღე თუ არა დღეების უმრავლესობა, ყოველი გაკვეთილი თუ არა, გაკვეთილების უმრავლესობა”, – გვითხრა მენტორმა პედაგოგმა.

ასევე იხილეთ:

„ამ ასაწყობ პაზლებს ჩვენი ქვეყნის შესწავლისთვის გამოიყენებთ“ – რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში