GE
23 მაისი, 2024 12:54

„როგორ დავასწავლო შვილს, მოსწავლეს თასმების შეკვრა?!“ – მზრუნველი დამრიგებელი საკუთარ მეთოდს გიზიარებთ

დაწყებით კლასში მოსწავლეებს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ზოგჯერ მათთვის რთული მოქმედებების დასწავლა უხდებათ. „თასმებს ვერ ვიკრავ“, „წიგნის ჩადება ისევ დამავიწყდა“, „ხელებს კარგად ვერ ვიბან, მას“ – ამ ფრაზებს ბავშვები ხშირად წუხილით ამბობენ. ვისი იმედი აქვთ ასეთ დროს, თუ არა თქვენი – მშობლების, საყვარელი დამრიგებლისა და პედაგოგების. სასწავლო წლის ბოლოსაც თუ პატარებისგან ეს ფრაზები გესმით, მაშინ ჩვენი რესპონდენტის მარტივი ინსტრუქცია  გამოგადგებათ.

„დაწყებით კლასებში მოსწავლეებს ძალიან უჭირს თვითმომსახურება. ასე მაგალითად, ნივთების ამოლაგება-ჩალაგება, თასმების შეკვრა, მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვა..“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს თბილისი 221-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელი, ირინა ფუტკარაძე უამბობს და იმ მეთოდსაც უზიარებს, რომლითაც პედაგოგები და მშობლები  მარტივად შეძლებენ ბავშვისთვის “დიდი თავსატეხის” – თასმების შეკვირს სწავლებას.

იმისთვის, რომ პედაგოგის მიერ გაზიარებული სწავლების ხერხი გამოიყენოთ, დაგჭირდებათ 1 ცალი მუყაოს ყუთი (სასურველია, 35 სმ x 30 სმ) 1 წყვილი ფეხსაცმელი, შავი მარკერის კალამი, საღებავები,1 წყვილი ფეხსაცმლის თასმა და მაკრატელი.

„იღებთ წყვილ ფეხსაცმელს და ათავსებთ მუყაოს ყუთზე, შემდეგ ფეხსაცმელს გარშემო ხაზავთ მარკერით, იმისთვის რომ ყუთზე გადაიტანოთ ფეხსაცმლის ფორმა. ფეხსაცმლის თასმის ადგილებს მაკრატლით ამოჭრით, რის შემდეგაც იღებთ თასმებს და იწყებთ მის შეკვრას. მიყვებით მარჯვინდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ. აუცილებელია, რომ შვილს თუ მოსწავლეს ამ აქტივობის შესრულებაში თავად დაეხმაროთ, საკმაოდ სახალისო აქტივობაა. შეგიძლიათ, ფეხსაცმელს სასურველი დიზაინი მისცეთ”, – გვიხსნის პედაგოგი.

გაგვიზიარეთ თქვენი მეთოდიც, როგორ დაასწავლით ან დაასწავლიდით შვილს/მოსწავლეს თასმის შეკვრას?!

ასევე იხილეთ:

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში