GE
10 დეკემბერი, 2024 10:50

როგორ შევაქოთ უფროსკლასელი წარმატებით?! – დამხმარე მიდგომები და ფრაზები ახალგაზრდა პედაგოგისგან

„როცა მოსწავლეს ზედმეტად აქებ, ის ყოველთვის მოგთხოვს ქებას, თუნდაც მცირედით თავის გამოჩენის გამო. მას უკვე ახალი ცოდნის მიღების სურვილის ნაცვლად, შექება ანიჭებს სიამოვნებას“, – ამ გამოწვევის შესახებ ისტორიის პედაგოგი და რეპეტიტორი, გია კვარაცხელია EDU.ARIS.GE-ს დღეს, 10 დეკემბერს ესაუბრა.

როგორც ახალგაზრდა პედაგოგი გვიამბობს, ის მუდმივად ცდილობს უფროსკლასელთა აუდიტორიასთან შემუშავებული ჰქონდეს საკუთარი სტრატეგიები. გიას პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა წარუმატებელი შექების მაგალითებიც ახსოვს.

„სასწავლო პროცესში უფროსკლასელი მოსწავლის შექება მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოცდილება მკარნახობს, რომ დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. შექება მათ მოტივაციას ამაღლებს, კმაყოფილები არიან მიღწეული შედეგით და გრძნობენ, რომ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს მასწავლებელი ამჩნევს და აფასებს. ასეთ დროს შერჩეულ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს პედაგოგი.

აი, როგორია გია კვარაცხელიას მიდგომები სხვადასხვა სიტუაციებში:

როცა მოსწავლის პასუხი კითხვაზე არის სწორი – მივმართავ სახელით, ვეუბნები რომ პასუხი სწორია და დამატებით ვაქებ მის სისხარტეს, ან მახსოვრობას ან აზროვნების უნარს.

თუ მოსწავლის პასუხი კითხვაზე არასწორია – პირველ რიგში ვაქებ მის მცდელობას და ვეუბნები რომ ეს არ არის სწორი პასუხი. ვცდილობ, სწავლის პროცესში მოსწავლეებისთვის შეცდომების დაშვება ჩვეულებრივ მოვლენად ვაქციო რათა არ შეწყვიტონ პასუხია ძიება შეცდომების დაშვების შიშის გამო. ვიყენებ ფრაზებს: “მომწონს შენი აზრი”, “კარგად აზროვნებ, მაგრამ საინტერესოა სხვები რას ფიქობენ”.

თუ მოსწავლე ჯიუტად ცდილობს დაიცვას საკუთარი არასწორი პასუხი – ვეუბნები, რომ კარგი მცდელობაა, მაგრამ ამჯერად არ არის სწორი, არ არის ცუდი აზრი, მაგრამ ეს ის პასუხი არაა, რაც რელურად უნდა იყოს.

ასევე იხილეთ:

აქტივობა ბუშტებით, რომლებზეც მოსწავლეები „გიჟდებიან“ – რა მოიფიქრა მასწავლებელმა, მოსწავლეების გულის მოსაგებად

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში