„როგორ ვასწავლე გოჭს ფრენა” – ქუთაისელი მასწავლებლის აქტივობა, რომელიც მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს
„ეს აქტივობა მოსწავლის აზროვნების პროვოცირების მექანიზმია. მაგალითისთვის, ვაჩვენებთ მფრინავ გოჭუნას – იკაროსს და ვთხოვთ გამოთქვას ვარაუდები, რატომ აქვს ფრთები და როგორ ვასწავლე გოჭს ფრენა. შემდეგ ისინი თავად იგონებენ პერსონაჟებს. აქტივობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება”, – ამის შესახებ ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი თათია ჯინჭარაძე EDU.ARIS.GE-ის 14 ოქტომბერს ესაუბრა.
პედაგოგმა მისი მოსწავლეების საყვარელი აქტივობის გამოყენებისთვის საჭირო რესურსები გაგვიზიარა.
თათია ამბობს, რომ ეს აქტივობა მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს და კლასსი არავინ რჩება ისეთი, ვისაც მასში ჩართვა არ სურს.
რესურსი #1 – ამბის ჩარჩო
რესურსი #2 – წერილი
იხილეთ ფოტო:
„ეს აქტივობა დაიწყო დონალდ ბისეტის ზღაპრით: „როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“. ბავშვებმა ზღაპრის გმირს – გოჭ იკაროსს ბევრი კარგი რჩევა მისცეს. პირველი ეტაპის შესახებ ზემოთ გესაუბრეთ, მეორე ეტაპი კი ასეთია – უნდა შექმნათ ე.წ თხრობის ჩარჩო, ის ერთგვარი ცხრილია, რომელიც დაგვეხმარა ტექსტის შინაარსის უკეთ ამოღებაში. პერსონაჟის დახასიათებაში, ახალი ამბავის, ახალი ზღაპარის მოფიქრებაში, ახალი პერსონაჟის გამოგონებაში. ჩემმა მოსწავლეებმა ასეთი თავგადასავლებიც შექმნეს: ბაყაყის ოცნება, ფეხბურთელი ბაჭია, მოჭიდავე ჭიანჭველა საინტერესო ამბები დატრიალდა. მესამე ეტაპზე ჯერ თავად აცნობთ თქვენს პერსონაჟს, შემდეგ კი თავად გაცნობენ. ეს აქტივობა, გარდა იმის რომ აძლიერებს მოსწავლის აზროვნებასა და ფანტაზიას, გეხმარებათ მათთან საერთო ენა მარტივად გამონახოთ”, – აგვიხსნა პედაგოგმა.
ასევე იხილეთ:
სახალისო გამოცანები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (+ვიდეო გამოკითხვა)