სად და რა ვადებში შეუძლიათ IX-X კლასების კურსდამთავრებულებს ატესტატების მიღება – ინსტრუქცია
დღეიდან, 2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის, საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დაიწყო.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ 20 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
EMIS-ის ცნობით, 2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ შესაბამის უწყებებს, ატესტატს განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა).
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, დოკუმენტის მისაღებად დაიცვან განსაზღვრული ვადები.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“
სასკოლო წიგნის ყდა თუ შინაარსი? – რა ვიცით ახალ სახელმძღვანელოებზე განათლების მინისტრისგან
-
აბიტურიენტის დედას სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდებზე დაწესებულ მოთხოვნებზე კითხვები აქვს by მთავარი ედუზე
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS