GE
22 აპრილი, 2026 10:40

გამოქვეყნდა მოსწავლის სასკოლო ფორმის დეტალური აღწერილობა და ყველა ფოტო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუში ოფიციალურად დადგინდა.

ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ, 21 აპრილს გამოქვეყნდა, უკვე ძალაშია.

ბრძანებას თან ერთვის დანართი, რომელშიც მოცემულია სასკოლო ფორმის ნიმუშები გოგონებისა და ბიჭებისთვის, მათი დიზაინის მახასიათებლები, კონსტრუქცია და სხვა დეტალები.

დაათვალიერეთ: სასკოლო ფორმების (ბიჭი, გოგო) ფოტოები და დეტალური აღწერილობა

სასკოლო ფორმა სავალდებულო 2026-2027 სასწავლო წლიდან I-VI კლასების მოსწავლეებისთვის ხდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა ეღირება ფორმა, თუმცა როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, სრული პაკეტის ღირებულება, დაახლოებით, 100-დან 150 ლარამდე იქნება. მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ფორმებს დაასუბსიდირებს. ასევე, ისინი უსასყიდლოდ გადაეცამათ იმ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით.

ამავე თემაზე: 

განათლების მინისტრის მოადგილე მოსწავლის სასკოლო ფორმის სავარაუდო ფასს გვისახელებს

თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო სასკოლო ფორმებს დაასუბსიდირებს – რას ამბობს განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას

schools.ge (ნ)