„თუ ეკრანი მთავარი მეგობარია“ – რა შევთავაზოთ შვილს
ავტორი: ანა ქურდაძე-კუხაშვილი – ფსიქოლოგი
როცა ბავშვი ეკრანთან მშვიდად ზის, ოჯახისთვის შვებაა, მაგრამ თუ ეკრანი ნელ-ნელა ბავშვის მთავარი მეგობარი ხდება, საფრთხეც ახლოსაა.
რა საფრთხის წინაშე დგას ბავშვი ეკრანდამოკიდებულებისას?
ყურადღება და ფოკუსირება ნელ-ნელა ქვეითდება – ბავშვს უჭირს ერთ საქმეზე დიდხანს კონცენტრაცია. ირღვევა ძილის რეჟიმი – განსაკუთრებით, როცა გაჯეტებს ძილის წინ იყენებს. ქვეითდება სოციალური უნარები – ბავშვი ნაკლებად ესაუბრება ოჯახის წევრებს და ამცირებს კომუნიკაციას თანატოლებთანაც. ბავშვი მკვეთრად გამოხატავს გაღიზიანებას, როცა გაჯეტის გამოყენებას უკრძალავენ.
რა დაგვეხმარება ეკრანდამოკიდებულების პრევენციაში?
- დააწესეთ წესები და დროის ზღვარი. მაგალითად, დღეში მაქსიმუმ 1 საათი გამოყავით ეკრანთან ყოფნისთვის;
- შექმენით ალტერნატივა – ერთად თამაში, ხატვა, საუბარი, ბუნებაში სეირნობა;
- იყავით მაგალითი – ბავშვი გვაკვირდება, როგორ ვიქცევით. თუ ტელეფონთან ვართ მუდამ, ისიც ასე იქცევა;
- ეკრანისგან დასვენება ძილის წინ – მინიმუმ 1 საათით ადრე გამორთეთ ყველა გაჯეტი;
- ესაუბრეთ ბავშვს, დაეხმარეთ გააზრებაში, რას ხედავს გარშემო.
და ბოლოს, გაჯეტები შეიძლება, სწავლებისა და გართობის საშუალებადაც გამოვიყენოთ, მაგრამ რეალური ურთიერთობები ვერაფრით ჩანაცვლდება.
ასევე იხილეთ:
„დიდხანს რჩება მეხსიერებაში“ – კიდევ რაში ეხმარება „თამაშით სწავლა“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს
-
რას წერდნენ ილია, ვაჟა, აკაკი ქართული ენის შესახებ – ფრაზები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ by სკოლების ამბები
-
ომბუდსმენის რეკომენდაცია განათლების მინისტრს – „დაიწყოს სკოლებში უფასო კვების პროგრამის ეტაპობრივი დანერგვა“ by სკოლების ამბები
-
სახალისო და განვითარებაზე ორიენტირებული – სპეციალურად სააღდგომო დღეებისთვის შექმნილი გასაფერადებლები ბავშვებისთვის by სკოლების ამბები