უსაფრთხო გზა სკოლისაკენ – საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ცოდნის შესამოწმებელი კითხვები მასწავლებლისგან
„თუ ამ კითხვებით გადაამოწმებთ, თუ რამდენად კარგად იცის მოსწავლემ თუ შვილმა საგზაო მოძრაობის წესები, ამით როგორც მის პირად, ისე საზოგადოებრივ უსაფრთხობაზე იზრუნებთ “,– ამბობს EDU.ARIS.GE-სთან სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი და ახალი სკოლის მოდელის ტრენერი, მერი ბეჟუაშვილი.
გამოცდილი პედაგოგი, რომელიც მრავალი წელია, რაც სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობს და ამასთან, სამოქალაქო განათლების მომავალ პედაგოგებს ამზადებს, გვიყვება, რომ საგზაო მოძრაობის წესების გადამოწმებისთვის პედაგოგები უამრავ მრავალფეროვან აქტივობას ახორციელებენ. ეს კითხვარი კი ის რესურსია, რომელსაც მშობლებიც ზედმეტი დახმარების გარეშე გამოიყენებენ.
მერი ბეჟუაშვილის რეკომენდაციით, შედეგიანი იქნება, თუ მშობლები კითხვებს სასწავლო წლის დაწყებამდე გამოიყენებენ და მათზე პასუხებს შვილებთან ერთად გაარკვევენ.
იხილეთ: კითხვები საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ცოდნის გადასამოწმებლად
სპეციალისტი დამრიგებლებსა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პედაგაგოგებს ურჩევს, გამოიყენონ ის, როგორც სასარგებლო რესურსი მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტირებისთვის, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
ასევე იხილეთ:
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები