ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა 12 აგვისტოს 18:00 საათზე შეწყდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 აგვისტოს 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, დაამატოთ, შეცვალოთ ფაკულტეტი.
- ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი.
- თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს (“თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი…”), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ ფოსტაზე.
- ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე), რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება.
- იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტი, რის შემდეგაც ახლადარჩეული პროგრამა განაცხადში პირველი აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.
- გაითვალისწინეთ, თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა ავტომატურად დაამატებს მას ბოლო პოზიციაზე.
- ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები განაცხადში არ აისახება!
შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები
ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება – პროცედურები
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი