„მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში“ – GRUNI-ში საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
16 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის კვლევითი პროექტის – „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991-2021) და მისი ზეგავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე“ – შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში და მის მომზადებაში ორივე უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ: პროფესორი გიორგი თავაძე (პროექტის ხელმძღვანელი), პროფესორი დავით სიხარულიძე (პროექტის კოორდინატორი), პროფესორი ვასილ კიკუტაძე, ასოცირებული პროფესორი თამთა ლეკიშვილი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და ასოცირებული პროფესორი ელენე ზურაბიშვილი.
პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები, იმსჯელეს ინტერნაციონალიზაციის როლზე ქართული მეცნიერების განვითარებაში. პრეზენტაციის შემდეგ კი დისკუსია გაიმართა.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი