გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
NAEC-ის მიერ დღეს, 13 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოლიმპიადის მონაწილეს შეფასების და ნაშრომის ასლის ნახვა პირადი ნომრის მითითებით შეუძლია, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების შედეგებს, ცხრანიშნა და ოთხნიშნა სპეციალური კოდების საშუალებით გაეცნობა.
მეორე ტურში გამარჯვებულია მოსწავლე, რომელმაც შესაბამის საგანში ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% მოიპოვა და საკუთარი კლასისა და საგნის რეიტინგულ სიაში პირველ 50 მონაწილეს შორის მოხვდა.
მოსწავლეს მიღებულ შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს 2026 წლის 16 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამისი რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
მომდევნო ტურში გადამსვლელი ქულები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრება.
იხილეთ:
-
ზამთრის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – დეტალები და საფასური
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება