„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან.
უნივერსიტეტის მიერ 16 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპეციალურად „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის შექმნილი პროგრამა ქირურგიულ ოპერაციებზე დასწრებას, ექიმების ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას და კლინიკური შემთხვევების განხილვას, მინიმალური ინვაზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ვორკშოპებსა და შესაბამისი ტექნიკების დაუფლებას ითვალისწინებს.
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ერთკვირიან სტაჟირებას „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გაივლიან.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი