გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ნოდარ ხადურმა მასტერკლასი ჩაატარა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მასტერკლასი ჩაატარა, თემაზე – ,,სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა”.
მასტერკლასის დაწყებამდე საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური და რექტორი მამუკა თავხელიძე აწერენ ხელს.
მემორანდუმის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას; სამეცნიერო პროექტების, სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ერთობლივად ჩატარებას, ხოლო წარმატებული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას სააგენტოში გაივლიან.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს საქართველოში ინდოეთის ელჩი ეწვია
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მედიაციის ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი