GE

მარნეულის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები სამხედრო-საავიაციო ბაზას ესტუმრნენ

მარნეულის N5 საჯარო სკოლის, ასევე მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის, შულავერის, საიმერლოს, მარადისისა და ხიხანის საჯარო სკოლების მოსწავლეები მარნეულის სამხედრო-საავიაციო ბაზას ესტუმრნენ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ცნობით, მარნეულის საავიაციო ბაზაზე მოსწავლეები გაეცნენ იქ არსებულ სამუშაო გარემოს, დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასევე სამხედრო და სასწავლო თვითმფრინავები. გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას. რამდენიმე მოსწავლეს საშუალება ჰქონდა უშუალოდ ჩამჯდარიყო პილოტის კაბინაში.

მოსწავლეები შეხვდნენ სამხედრო-საავიაციო ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ზვიად ბექაურს. ასევე გაესაუბრნენ ჯარისკაცებს, მფრინავებს, ინსტრუქტორებს. მათ ისაუბრეს პროფესიის დადებით მხარეზე, სირთულეზე, მის დასაუფლებლად აუცილებელ უნარებსა და შესაძლებლობებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური