GE

IX-XII კლასის მოსწავლე გოგონების პროექტში მონაწილეობისთვის ალტე უნივერსიტეტი მიღებას აცხადებს

თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე გოგო, სწავლობ თბილისში და გაინტერესებს ტექნოლოგიები, ბიოლოგია ან მედიცინა, ეს პროექტი შენთვისაა!

ალტე უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს Alumni Engagement Innovation Fund-ის დაფინანსებით და აშშ საელჩოს გაცვლითი პროექტების კურსდამთავრებულთა გაერთიანებასთან პარტნიორობით, აცხადებს IX-XII კლასელი გოგოების მიღებას პროექტში – “Medical Tech Education for High School Girls’’.

პროექტში მონაწილეობისთვის ასი გოგო შეირჩევა. მოსწავლეები გაეცნობიან ბიოინჟინერიის და სამედიცინო ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებს, შეისწავლიან ელექტრონიკის საფუძვლებს არდუინოს საფუძველზე, გაიგებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ მედიცინაში და, მენტორების დახმარებით, იმუშავებენ სამედიცინო სატარებელი მოწყობილობების პროტოტიპების შექმნაზე. პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება პროტოტიპების გამოფენა, სადაც საუკეთესო სამი გუნდი მიიღებს პრიზებს პროექტის პარტნიორებისაგან.

ლექციები დაიწყება ნოემბერში და ძირითადად ჩატარდება online, ხოლო პრაქტიკული ვორქშოფები შაბათობით, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში შედგება. ლექციებს, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები და მკვლევარები გაუძღვებინ.

გუნდების შერჩევის პროცესი

  • თბილისში არსებული სკოლების IX-XII კლასის 5 გოგოსგან შემდგარი გუნდი აკეთებს განაცხადს ბმულზე: https://shorturl.at/Jv9OO;
  • ერთი და იგივე სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის წარდგენა;
  • განაცხადები შეფასდება გოგოების გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით;
  • პროექტისთვის ჯამში ოცი გუნდი შეირჩევა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე – [email protected] გისურვებთ წარმატებებს!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური