GE

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიებები გაიმართება

ფოტო –
8906

20, 21 და 22 ნოემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებათა ციკლი გაიმართება:

XXI საუკუნის ბიბლიოთეკა

ორი დღის მანძილზე სტუმარი გაეცნობა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკას, როგორც საინფორმაციო ცენტრს, ადგილს სადაც ელექტრონული და ბეჭდვითი საშულებების გამოყენებით მომხმარებელი ხარისხიანად და დროულად შეძლებს სამუშაოს შესრულებას. ბიბლიოთეკის ყველა განყოფილება წარმოაჩენს საკუთარ მიღწევებს.

შალვა ამირანაშვილის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაცია

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ მოამზადა ქართველი მეცნიერისა და ხელოვნებათმცოდნის შალვა ამირანაშვილის ბიობიბლიოგრაფია.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის 115 წლისადმი მიძღვნილი წიგნი სერიიდან “ქართველი მეცნიერები”. ბიობლიოგრაფიაში შესულია შ. ამირანაშვილის შრომები, მისი რედაქტორობით გამოცემული ნაშრომები და მასზე დაწერილი სტატიები.

ანდრია აფაქიძის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაცია

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ ქართველი არქეოლოგისა და ისტორიკოსის, ანდრია აფაქიძის ბიბლიოგრაფიის პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ანდრია აფაქიძის 100 წლისადმი მიძღვნილი წიგნი სერიიდან “ქართველი მეცნიერები”. ბიობლიოგრაფიაში შესულია ანდრია აფაქიძის ჩანაწერები, შრომები, მისი რედაქტორობით გამოცემული ნაშრომები და მასზე დაწერილი სტატიები.

საფრენი აპარატების ტექნიკური მოდელირება

20, 21, 22 ნოემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, კლუბ “Air Models”-ის შემოქმედებითი ჯგუფი წარმოგვიდგენს სხვადასხვა მოდელის მოქმედ საფრენ აპარატებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საფრენი აპარატების დემონსტრირებას.

მიხაკო წერეთლის ელექტრონული არქივის პრეზენტაცია

ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილი მიხაკო წერეთელის ხელნაწერების ნაწილის დიგიტალიზაციამ შესაძლებელი გახდა მათი ჩვენს საიტზე გამოფენა. შედეგად, ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს და გამოიყენოს ისინი. მიხაკო წერეთლის ხელნაწერთა ციფრულ ფორმატში გადატანა გრძელდება.

ვახტანგ VI, მეფე და მეცნიერი

ქართველების უმეტესობა მეფე ვახტანგ VI-ს იცნობს, როგორც მეფეს და პირველი ქართული ბეჭდური წიგნის გამომცემელს. ძალიან ცოტამ თუ იცის მისი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ, როგორც ასტრონომიაში, ასევე ქიმიაში… სამეცნიერო მოხსენება სწორედ ამ კუთხით გაგვაცნობს ვახტანგ VI-ს.

საკვირაო ცენტრ “ფრინტას” პრეზენტაცია

საკვირაო ცენტრი “ფრინტა” სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების ბავშვების ინტეგრაციასა და განვითარებას უწყობს ხელს. ფსიქოლოგებთან ერთად აქ მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებიც მოზარდებში ლიდერული უნარების განვითარებას, სხვადასხვა სიტუაციებში ადაპტაციის და კომუნიკაციის ჩვევების გამომუშვებაში ეხმარებიან მოზარდებს.

XXI საუკუნის ქართული მეცნიერება

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების XXI საუკუნეში, ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოფენას და წარმოაჩენს მათი საქმიანობის მრავალფეროვნებას.

სამეცნიერო კონფერენცია ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ

ცნობილი გერმანისტისა და კრიტიკოსის რევაზ ყარალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია ქართული გერმანისტიკის საკითხებს ეხება. კონფერენციის მონაწილე მეცნიერები ეხმიანებიან იმ პრობლემებს, რასაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა რევაზ ყარალაშვილმა.

საუბრები ქართველ გამომგონებლებთან

დისკუსია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პატენტებისა და გამოგონებების განყოფილებაში აღნუსხული ზოგიერთი ქართველი გამომგონებლის ნოვაციაზე. რამდენიმე მათგანი წარმოადგენს გამოგონების მოდელს.

სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების პრობლემები

ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის კონფერენცია, თემაზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების პრობლემები მესამე წელია იმართება. კონფერენციაზე სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობენ.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური