GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 24 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სტუმრობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცე პოლკოვნიკი მამუკა მესხი და სამხედრო მოსამსახურეები.

სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უნივერსიტეტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი მეტად საჭირო და დროულია.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სტუდენტებთან მიმართვისას ისაუბრა თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებებისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სიახლეებზე.

შეხვედრის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ტერიტორიული რეზერვის პროგრამით.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სამსახსოვრო საჩუქრები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური