აწსუ-ის დელეგაცია თურქეთში გირასუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია თურქეთის გირასუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აწსუ-ს ადმინისტრაციის ხელძღვანელი სერგო სვანაძე, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მაია ალავიძე და აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გიგა ქამუშაძე.
დელეგაციას უმასპინძლა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტმა პროფესორ ვედი აშკაროღლუს თაოსნობით. საქმიანი შეხვედრა გაიმართა გირესუნის უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორი ილმაზ ჯანთან, რომელსაც ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი პროფესორი ჰუსეინ შაჰინი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეკანი, ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლები და სტუდენტები. პროფ. მაია ალავიძემ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია“ წარუდგინა სტუდენტებს, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და შეთანხმდნენ განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებებზე.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი