GRUNI-ს ჟურნალისტიკის პროგრამის პროექტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა
გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის პროექტმა გაიმარჯვა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში – “შექმენით, დააინიციატივეთ, გააუმჯობესეთ”.
უნივერსიტეტის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტის ფარგლებში, გრუნის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფრანკოფონიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ.
“ჟურნალისტური პროდუქტი გაშუქდება ფრანკოფონიურ მედიებსა და საიტებზე. უნივერსიტეტს გამარჯვებას ულოცავს საფრანგეთის საელჩო და ფრანკოფონიის სააგენტო. ვუსურვებთ ჩვენ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს კიდევ მრავალ წარმატებას!”, – წერია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციაში.
- GRUNI-ს მედიაციის ცენტრის გამარჯვებული სლოგანი გამოვლინდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 30 დეკემბერი, 2024
- GRUNI-ს და საბანკო ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 27 დეკემბერი, 2024
- GRUNI-ს საუნივერსიტეტო კლინიკა „პინეომ“ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 26 დეკემბერი, 2024