GE

ქუთაისის უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებმა მან-სან-კან-ის ფესტივალი გამართეს

20 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებმა მან-სან-კან-ის ფესტივალი გამართეს. მაყურებლის წინაშე 7 გუნდი წარსდგა. პირველკურსელები პირველად აქტიურად ჩაებნენ ასეთ ღონისძიებაში.

თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილი პროგრამა თავისი შინაარსით და ფორმატით მეტად ორიგინალური, სახალისო და საინტერესო იყო. დარბაზში დიდხანს არ შეწყვეტილა ტაში, ოვაცია და მხიარული განწყობა.

ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა ,,ფესტივალი 2016-ის“ გამარჯვებული, გოგონების გუნდი – ,,ავანტიურისტები.“ ფესტივალის სპონსორი და მხარდამჭერი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის ფონდი“, რომელმაც გამარჯვებულ გუნდ საჩუქრად თასი გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური