რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართულის გამოცდის პირველ დღეს
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა და ის უკვე დასასრულს უახლოვდება. ხვალ აბიტურიენტების მეორე ნაწილი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას კვლავ ორ სესიად ჩააბარებს.
EDU.ARIS.GE – დღევანდელი სესიების შემდეგ აბიტურიენტებს გაესაუბრა და გამოკითხა, თუ რა საკითხები და თემები მოვიდა ქართულის გამოცდის პირველ დღეს.
პირველი ნაკადის ბავშვები გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ზუსტად ვერ ასახელებდნენ ესეს თემას. ზოგი ამის მიზეზად დაბნეულობას ასახელებდა, ზოგი კი ამბობდა, რომ ნერვიულობისგან ყველაფერი დაავიწყდა.
ლუკა იამანიძე – ,,ვეფხისტყაოსნიდან ხატაელების ბრძოლის ეპიზოდი მოვიდა. უცხო ტექსტად დათა თუთაშხია, კონკრეტულად ამონაწერი გრაფი სეგედის დღიურიდან. ესე იყო პოპულარობაზე, (პოპულარობა იძულებულს გხდის, რომ მასების გემოვნება გაითვალისწინო, უნდა დათანხმებოდი ან არა.) თუმცა ზუსტად არ მახსოვს რა როგორ იყო. მე ,,ვეფხისტყაოსანი” ავარჩიე, რადგან თავიდან დათა თუთაშხია არ მქონდა ნანახი. თუთაშხია უფრო ადვილი დასაწერი იყო. ენის ნაწილში ტექსტი ავლაბრის შესახებ მოვიდა. რაც, ჩემი აზრით, იმდენად ადვილი იყო.
გვანცა ბოდაველი – მეორე სესიაზე ასეთი ესე მოვიდა: “საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდა შეეჯიბროს სხვას, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და უნდა ებრძოლოს საკუთარ თავს” – უნდა დათანხმებულიყავი ერთ–ერთ მოსაზრებას და არგუმნტირებული მსჯელობა მოგეყვანა.
უცხო ტექსტად მოვიდა აკაკი წერეთლის “სასოწარკვეთილი”, ხოლო მეორე ტექსტად სულხან–საბა ორბელიანის იგავი ,,მეფე ხორასნისა”.
რაც შეეხება გრამატიკის ნაწილს, როგორც მეორე სესიის აბიტურიენტებმა გვითხრეს, გასასწორებელი იყო ტექსტი ორთაჭალის შესახებ, რომლის განსაკუთრებული რედაქტირებაც არ დასჭირვებიათ და ძალიან გაუადვილდათ.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება