სტიპენდიები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2007 წლიდან მოქმედებს პროგრამა სახელად ” პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს”. რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გახდეს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. პროგრამის დაფინანსების წყაროს სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს და თანხის გაცემა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ხდება. სტიპენდიის ოდენობა თითოეული სტუდენტისთვის თვეში 150 ლარს შეადგენს. სტიპენდიით დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტთა განსაზღვრა ყოველი სემესტრის დასაწყისში, გასული სემესტრის მონაცემების საფუძველზე ხდება. ეს მონაცემებია: სტუდენტის აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარჩინებული სტუდენტებისთვის მოქმედებს ზემოთ ხსენებული პროგრამა. განათლების სამინისტროს მიერ სტიპენდიისთვის გამოყოფილი თანხა ფაკულტეტებზე სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისად ნაწილდება და ყოველ სემესტრში განსხვავებულია. სტიპენდინტთა რაოდენობა დაახლოებით 150 კაცს შეადგენს. არ არსებობს საშუალო ქულა რომლის გადალახვის შედეგადაც სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია, სარეიტინგო ქულა არის მოძრავი და ის იცვლება სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მიხედვით.რაც შეეხება პირველკურსელ სტუდენტებს ისინი სასტიპენდიო რეიტინგში მომაწილეობას მეორე სემესტრიდან იწყებენ პირველი სემესტრის ქულებით. პრეზიდენტის სტიპენდიის მისაღებად მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა განცხადების შევსებაც აუცილებელია.წინააღმდეგ შერმთხვევაში მაღალი აკადემიური მოსწრება და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა სტიპენდიის პირდაპირპროპორციული არ იქნება. პრეზიდენტის სტიპენდიის გარდა ასევე არსებობს სხვადასხვა მეცნიერის სახელობის სტიპენდიები. მაგალითად 2013 წელს უნივერსიტეტში მოქმედებდა ჩხეიძის სახელობის სტიპენდია, რომელსაც აფინანსებდა მისი ოჯახი. ის განკუთვნილი იყო კერძოდ ჰუმანიტარელ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრებისთვის და შეადგენდა თვეში 200 ლარს. 2014 წელს უნივერსიტეტში ამოქმედდება რექტორის სტიპენდია,რომელიც დაენიშნება ექვსივე ფაკულტეტიდან ერთ წარჩინებულ სტუდენტს, რომელსაც რექტორი თავისი ხელფასიდან სტიპენდიის სახით დაუნიშნავს 200 ლარს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრებს პრეზიდენტის სტიპენდია ენიშნებათ. სტიპენდიანტთა რაოდენობა ყოველ სემესტრულად განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობის მიხედვით. ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ გამოითვლება რეიტინგი და საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდია ენიშნებათ. რეიტინგის ქულა ყოველ სემესტრში განსხვავებულია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან განსხვავებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს არ სჭირდებათ სტიპენდიის მისაღებად განცხადების წარდგენა. უნივერსიტეტი თვითონ ითვლის რეიტინგს და საუკეთესო ბაკალავრებს ყოველგვარი განაცხადის გარეშე სტიპენდიას უნიშნავს.
საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტბთან ერთად ასევე კერძო უნივერსიტეტებიც არსებობს. რიგ კერძო უნივერსიტეტბში სტიპენდიის გაცემის და არსებობის წესი განსხვავდება სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებიდან. ისინი არ გასცემენ სტიპენდიას, როგორც რაღაც გარკვეული რაოდენობის თანხას არამედ სტუდენტის წახალისებას ყოველწლიური გადასახადის შემციდერეით ახდენენ. მაგალითად ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი გაუ თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III, IV და V ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან შემდეგი სისტემით: I ადგილი -100%, IIადგილი-50%, IIIადგილი-25%, IVადგილი-10%, Vადგილი-10%. სტიპენდია განსხვავებულია ფაკულტეტების მიხედვით. ბიზნესის სკოლას, Quant-ების პროგრამა (BBA Quant”s) აქვს მხოლოდ 100% დაფინანსება, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლას 100%, 50%, 25%_იანი დაფინანსება მომდევნო სემესტრისთვის.
თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხული თითოეული სტუდენტი საქველმოქმედო “ცოდნის ფონდისგან” მიიღებს სასწავლო გრანტს 11 600 ლარის ოდენობით, რომლის მეშვეობითაც 4 წლის განმავლობაში სტუდენტის ყოველწლიური გადასახადი შემცირდება 2900ლარით. გრანტის მიღების ერთადერთი წინაპირობა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარებაა. თავისუფალი უნივერსიტეტი ასევე გამოყოფს გრანტებს ყველა ფაკულტეტის 1 საუკეთესო პირველკურსელისათვის (ქულების მიხედვით). რომლებიც მიიღებენ 1 წლიან გრანტს უნივერსიტეტისგან ანუ 1 წელი სწავლის საფასურისგან გათავისუფლდებიან. თავისუფალ უნივერსიტეტი ასევე სთავაზობს ერთ ან რამდენიმე წლიან გრანტებს საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე და მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადების საუკეთესო ათეულში შემავალი სტუდენტებს. თავისუფალ უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებათა სტუდენტებისთვის გრანტებს გასცემს დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი. ხოლო რაც შეეხება აგრარულ უნივერსიტეტს ის სხვადასხვა ოდენობის სასწავლო გრანტებს გასცემს მის მიერვე ჩატარებული კონკურსების: ედისონის ლიგა, ლავუაზიეს წრე, ახალგაზრდა ფიზიკოს ექსპერიმენტატორთა კონკურსი, ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსი გამარჯვებული და მონაწილე აბიტურიენტებისათვის თუკი ისინი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან.
ანი არის© ჩანტლაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება