როგორ ავსახოთ კერძო სკოლიდან გადმოსული მოსწავლის განმავითარებელი შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში – ინსტრუქცია (ვიდეო)
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) აქვეყნებს ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ასახონ დირექტორმა, დირექტორის როლის მქონე პირმა და ჟურნალის ადმინისტრატორმა კერძო სკოლიდან გადმოსული მოსწავლის განმავითარებელი შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში.
EMIS-ის ცნობით, ამისთვის საჭიროა, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეხვიდეთ მოდულში „მონაცემები“, აირჩიოთ „მოსწავლის ბარათი“, რის შემდეგაც ფილტრაციის ველში ვწერთ მოსწავლის მონაცემებს და ვაწვებით ძიების ღილაკს.
„როდესაც გავხსნით მოსწავლის მონაცემებს, გვიჩვენებს გავლილ საფეხურს/საფეხურებს და მიმდინარე საფეხურს (ანუ რომელ საფეხურზეც იმყოფება მოსწავლე).
უნდა ავსახოთ შემდეგი ტიპის შეფასებები: სემესტრული შეფასება; წლიური შეფასება; საფეხურეობრივი შეფასება“, – ნათქვამია EMIS-ის მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
მოსწავლის სემესტრული შეფასებები და დაარქივებული მონაცემები – მონაცემების ნახვის ინსტრუქცია (ვიდეო)
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
„განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“ – ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა