25 თებერვალს საბაუნიში სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
25 თებერვალს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევითი პროექტის – „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991-2021) და მისი ზეგავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაზე გაეცნობით კვლევის ძირითად მიგნებებს, რომელიც ეფუძნება 16 სხვადასხვა ინსტიტუციაში დასაქმებულ 32 აკადემიურ თანამშრომელთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუს.
კვლევის ფარგლებში, განხილულია, როგორ ესმით რესპონდენტებს ინტერნაციონალიზაცია, რა ფაქტორებს მიიჩნევენ მის ხელშემწყობად ან შემაფერხებლად და რა კონტექსტში უწევთ მუშაობა.
პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ: პროფესორი გიორგი თავაძე (პროექტის ხელმძღვანელი), პროფესორი დავით სიხარულიძე (პროექტის კოორდინატორი), პროფესორი ვასილ კიკუტაძე, პროფესორი თამთა ლეკიშვილი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი, პროფესორი ელენე ზურაბიშვილი.
პრეზენტაცია 16:00 საათზე, 406-ე აუდიტორიაში ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.
-
„რელიგია, ნაციონალიზმი და სახელმწიფო“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის სამართლის დოქტორისა და პრორექტორის ერთობლივი კვლევა Scopus-ის რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში სტუდენტებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი