„ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
18 თებერვალს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია, თემაზე „ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკვანძო საკითხები:
- ციფრული სახელმწიფო vs e-Government;
- ესტონური მოდელი: ციფრული ID & X-Road;
- საქართველოს გზა: მიღწევები და გამოწვევები;
- შედარებითი ანალიზი მცირე სახელმწიფოებში;
- AI მმართველობაში;
- სამომავლო პერსპექტივები.
ლექციას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TalTech) ზამთრის სკოლის კურსდამთავრებული, ლუკა ტუღუში უძღვებოდა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა, რეალური მაგალითების საფუძველზე, პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი