GE

აიწევს თუ არა ბარიერი აბიტურიენტებისთვის 2026 წელს – რა პასუხი აქვს ბსუ-ის რექტორს

„ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ კანონს, რომელიც გაიწერა უმაღლესი განათლების შესახებ“ – ამბობს ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ამატებს, რომ კვოტების განაწილება ბაზრის კვლევის შესაბამისად და ადგილობრივი უნივერსიტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდა.

ცნობისთვის, ბსუ-მ “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპის ამოქმედების შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამების თვალსაზრისით მრავალფუნქციური დატვირთვა შეინარჩუნა.

“ვფიქრობ, ძალიან ლოგიკური გადანაწილებაა, ამასთანავე, შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები არსებობდეს აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას და შეიცვალოს რაღაც მიდგომები. ეს ცოცხალი პროცესია და მის ფარგლებში დღესაც მიმდინარეობს ჩვენთან და სხვა უნივერსიტეტებთან კონსულტაციები”, – თქვა ტიტე აროშიძემ 19 თებერვალს, პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჰკითხეს, აიწევს თუ არა აბიტურიენტებისთვის ბარიერი 2026 წლის გამოცდებზე.

“ჩვენ ბარიერი საკმაოდ აწეული გვაქვს, საქართველოში მესამე ადგილზე ვართ ბარიერით, გვაქვს დაახლოებით 80 პროგრამა. ოთხმოც პროგრამაზე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბარიერია… ლოგიკურია შეკითხვა დავსვათ ასე: შეიცვლება თუ არა ბარიერი, უფრო ლოგიკური და მისაღებია. რა თქმა უნდა, შეიცვლება ბარიერები, ზღვრები შეიცვლება, თავისთავად ცხადია. რაღაც გარკვეულ ნაწილზე დარჩება, ნაწილზე კი შეიცვლება. ბარიერის მომატება, ისევე, როგორც განათლების რეფორმა არ მომხდარა ერთი ხელმოწერით, რა თქმა უნდა, ბარიერის აწევას ან დაწევას აქვს თავისი საფუძვლები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროგრამებზე შეიცვლება ბარიერი და მოხდება მისი წამოწევა, თუმცა მნიშვნელოვნად არა. ესეც განპირობებული იქნება ისევ და ისევ კონკურენციის გაზრდის ფაქტორით. კობკურენციის გაზრდა განაპირობებს ხარისხის ამაღლებას. ამიტომ, როდესაც კონკურენციის დროს ჩვენ მივიღებთ ხარისხიანი აბიტურიენტიდან გადმოსულ სტუდენტებს, მე დარწმუნებული ვარ, უკვე მოთხოვნა სასწავლო პროგრამების, კურიკულუმების დახვეწის საკითხი ავტომატურად დადგება დღის წესრიგში”, – განაცხადა ბსუ-ის რექტორმა გადაცემაშუ ” Zoom განათლებაზე”.

კითხვაზე, აწეული ბარიერის შემთხვევაში შეავსებს თუ არა ბსუ იმ კვოტებს, რომლებიც მისთვის გამოყოფილია, ტიტო აროშიძე ამბობს, რომ არც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ თუკი გაქვს გამოცხადებული 250 ადგილი, აუცილებლად ყველა.

“ეს არ არის მიღებული სტანდარტი. შესაძლებელია, რომ ორასორმოცდაათიდან ბარიერი გადალახოს პირობითად ორასმა სტუდენტმა. ამ შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია, იგივე, შემდგომში მობილობების თვალსაზრისით… ეს არ არის იდეაფიქსი, რომ შეივსოს ყველა ადგილი”, – თქვა ბსუ-ის რექტორმა.

ასევე იხილეთ:

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

რომელი აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელმწიფო უნივერსიტეტში გამონაკლისის სახით – მთავრობის გადაწყვეტილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური