„საგანი დემოგრაფია უნივერსიტეტებში და სახელმძღვანელო სკოლებში“ – იდეა პარლამენტში გაჟღერდა
„ისწავლებოდეს საგანი დემოგრაფია უნივერსიტეტებში და მომზადდეს სახელმძღვანელო სკოლებისთვის“, – ასეთი იდეა გაჟღერდა დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის დემოგრაფიის სწავლების იდეით პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფ – „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე გამოდის.
როგორც დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციიის დროს, დემოგრაფიულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, ამ მხრივ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და დემოგრაფიული პოლიტიკის პოპულარიზაცია.
სწორედ აქედან გამომდინარე, დეპუტატი აცხადებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადების გარდა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ მიმართულებებს დემოგრაფიის მიმართულებაც უნდა დაემატოს და შესაბამისი კვოტებიც განისაზღვროს.
„პრემიერს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ საქართველოში დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებთან და დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით, საჭიროა დემოგრაფიული პოლიტიკის პოპულარიზაცია და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება…
უმაღლეს სასწავლებლებში პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა დაემატოს დემოგრაფიის მიმართულება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტებში პოპულარიზაციის გაძლიერებას და ამ მხრივ კვოტების გამოყოფას. დემოგრაფია, როგორც საგანი, ისწავლებოდეს შესაბამის ფაკულტეტებზე. ასევე, სკოლებისთვის მომზადდეს საქართველოს დემოგრაფიული ისტორიის სახელმძღვანელო, თუნდაც დამატებით საკითხავ ლიტერატურად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ასევე იხილეთ:
სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები კანონად არასრულ ორ დღეში იქცა
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება