GE

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზნებია: დავიცვათ ბავშვთა უფლებები; მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ბავშვთა უფლებების დაცვის დღე თითოეულ ჩვენგანს აძლევს ბავშვთა უფლებების ადვოკატირების, პოპულარიზაციის და აღნიშვნის შთამბეჭდავ შესაძლებლობას, რომელთა გარდაქმნა დიალოგებსა და ქმედებებში ბავშვებისათვის უკეთესი სამყაროს შექმნის საწინდარია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოუწოდებს მშობლებს განსაკუთრებულად იზრუნონ ბავშვებზე COVID-19 პანდემიის პერიოდში და გარკვეული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მილოცვა გაავრცელა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური