პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 26 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
პროექტი მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმა Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება.
პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო კოლეჯის განვითარების გეგმის პრეზენტაციას, რომელიც Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ გამართა.
Skillwill-ი ქვეყნის მასშტაბით 12 კოლეჯის გახსნას გეგმავს, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და მონაცემთა ინჟინერია.
Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 1 350 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, რაც პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და კომპიუტერულ ქსელებს მოიცავს.
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია
-
რას გულისხმობს პროექტი „პროფესია პოლიციელი“, რომელსაც საჯარო სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბრიდან იწყებს
by მასმედია
-
მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“ გაიმართა
by მასმედია