10 “მავნე” ფრაზა, რომელთა გამოყენებაც სამსახურში არ ღირს
იმისათვის რომ თქვენ ლიდერად და თავდაჯერებულ ადამიანად აღგიქვან, აუცილებელია სასაუბრო ლექსიკონის გაკონტროლება. უმჯობესია, დაიწყოთ იქიდან, რომ საუბარში გამოყენებული ფრაზები და სიტყვები გარშემომყოფების შთაგონებისა და მოტივაციის წყაროდ აქციოთ. ისინი უნდა ასახავდნენ თქვენს თავდაჯერებულობასა და მიზანდასახულობას.
დარლინ პრაისი, ავტორი წიგნისა “კარგად ნათქვამი! პრეზენტაციები და საუბრები, რომლებიც შედეგებს იძლევა”, განსაზღვრავს იმ ფრაზების სიას, რომელთა გამოყენებაც ოფისში არ ღირს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ასეულობით ლიდერთან და ხელმძღვანელთან ურთიერთობის შედეგად მან ისეთი ფრაზები შეკრიბა, რომლებიც შეიძლება “კარიერული ზრდის განმსაზღვრელ” და “პროფესიული იმიჯის შემლახველ” ფრაზებად გაიყოს. ცხადია, მათი ჩანაცვლება იმ გამონათქვამებით, რომლებიც პოზიტიურ განწყობას, თანამშრომლურ სულისკვეთებასა და პროფესიონალურ ქმედებას დემონსტრირებენ, მარტივად შეიძლება.
წარმოგიდგენთ 10 ფრაზას, რომლებიც პროფესიონალური გამოყენებიდან უნდა ამოიღოთ. თქვენ რომელ მათგანს იყენებთ სამსახურში?
1. “ეს უსამართლობაა”
ის დააწინაურეს, თქვენ-არა. მას აქებენ, თქვენ-არა. უსამართლობა ირგვლივ ყველგანაა. წუწუნის ნაცვლად ჩაიწერეთ ფაქტები, გააანალიზეთ, წარუდგინეთ გონივრული არგუმენტები იმ ადამიანებს, რომელთაც თქვენს შეფასებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
2. “ეს ჩემი საქმე არ არის”, “ეს ჩემს მოვალეობებში არ შედის”, “ამისთვის არ მიხდიან”
ამგვარი პასუხის გაცემამდე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თხოვნაზე დაგეხმარონ, ახლახან ასე გიპასუხეს. არ არის სასიამოვნო არა?
3. “მეჩვენება…”
რომელი მოსაზრებაა მეტად დამარწმუნებელი: «მეჩვენება, რომ შეგვიძლია კარგი პარტნიორები გავხდეთ» თუ «დარწმუნებული ვარ…», «მჯერა…».
4. “არავითარ შემთხვევაში”
როცა გეუბნებიან “გმადლობ”, საუკეთესო პასუხია – «არაფრის». თქვენ ხომ მას დაეხმარეთ, ეს ნიშნავს, რომ მადლობას საფუძვლიანად გიხდიან. გარდა ამისა, «არაფრის» მეტყველებს იმაზე, რომ თქვენთვის დახმარების გაწევა სასიამოვნო იყო.
5. “შევეცდები”
წარმოიდგინეთ, რომ მეგობარს საღამოს 5 საათამდე წერილის გაგზავნა სთხოვეთ, მან კი გიპასუხათ: «შევეცდები». სავარაუდოდ ამის გაკეთებას თავად გადაწყვეტთ, რადგან აღნიშნული ფრაზა, წარუმატებლობას წინასწარმეტყველებს.
6. “ყველაფერი მომბეზრდა”, “ვერ ვიტან ჩემს სამუშაოს”
ამ ფრაზას კომენტარი არ სჭირება.
7. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცეოდით…
თანამშრომელთა პროფესიულ უნარ-ჩვევებში, განსაკუთრებით ფასობს ინოვაციური, არასტანდარტული აზროვნება. ასევე, სხვადასხვა პრობლემის მოგვარების უნარიანობა. ეს ფრაზა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ წარსულში დარჩით, მზად არ ხართ, არ გსურთ რაიმეს შეცვლა.
8. “შეუძლებელია” , “ვერაფერს გახდები”
ნამდვილად? დარწმუნებული ხართ რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ? ეს ნეგატიური ფრაზაა, მსგავსი მიდგომა კი სამსახურში არასასურველია.
9. “შესაძლოა ვცდები”, “იქნებ, ეს სულელური აზრია”
ასეთი ფრაზებით რეპუტაციას ილახავთ. ისინი თქვენი სიტყვებისადმი და ზოგადად თქვენდამი ნდობას ამცირებენ.
10. “ახლა ამის დრო არ მაქვს”, “ძალიან დაკავებული ვარ”
ეს მართლაც ასე რომ იყოს, თანამოსაუბრეს ამის მოსმენა არ ესიამოვნება. შეეცადეთ დაეხმაროთ მაშინ, როცა მოახერხებთ. შესაძლოა, ცოტა დრო დაგეხარჯოთ და ამავდროულად ღირებული დახმარება გასწიოთ.
და ბოლოს, რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც «მავნე» ფრაზების მოშორება გადაწყვიტა. პირველი ნაბიჯი: გაიგეთ რომელ მათგანს იყენებთ. ჩაიწერეთ საკუთრი საუბარი ან მოუსმინეთ კოლეგებს. სავარაუდოდ, მათი და თქვენი ლექსიკონიდანაც მოიძებნება ის, რისი თავიდან მოცილებაც სასარგებლო იქნება. მოსმენა ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო და სასარგებლოა, ისევე როგორც ურთიერთობა, რომლის საშუალებითაც თავდაჯერებულობისა და პოზიტიური განწყობის დემონსტრირებას შეძლებთ.
წყარო: http://www.mbastrategy.ru
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო