„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება – „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
დღის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ქვეყნების ისტორია, კულტურა, ტრადიციები და ღირებულებები გააცნეს. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 6 უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა, ხოლო მასპინძელი ქვეყანა – საქართველო, სტუდენტთა ორმა ჯგუფმა წარადგინა. პრეზენტაციები ქვეყნებს შორის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის ხაზგასმას დაეთმო.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ორგანიზატორებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს, კულტურული თვითმყოფადობის პრეზენტაციისა და აქტიური ჩართულობისთვის, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ოფიციალურად გადაეცა.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწიეს CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, სვეტლანა კირაკოსიანმა და ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტმა და სტუდენტ-მენტორთა სამსახურის ხელმძღვანელმა, თათია კოკობინაძემ.
ორგანიზატორთა განცხადებით, უნივერსიტეტის ბაზაზე მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის მქონე სტუდენტთა ინტეგრაციასა და კოლაბორაციას.
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი