„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წელი სრულდება. აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით, 15 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია, თემაზე – „ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
„ეს საიუბილეო თარიღი ქართველი ხალხის სულიერი, ისტორიული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმსაზღვრელ, უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს“, – აცხადებენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი