დრო 29 მაისის ჩათვლით გაქვთ – პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის 2 ვიდეოინსტრუქცია
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 29 მაისის 00:00 საათამდე შეგიძლიათ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მსურველებისთვის ვიდეოინსტრუქციებიც შექმნა, რომლებიც პროცესს გაგიმარტივებთ:
როგორ დარეგისტრირდეთ
რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, სპეციალურ პორტალზე: vet.ge
ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ნახვა და სასურველი მიმართულების შერჩევა.
პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
დაფინანსება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაფინანსება ვრცელდება როგორც სახელმწიფო მონაწილეობით დაფუძნებულ, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ:
– საქართველოს მოქალაქეებს
– უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
– თავშესაფრის მაძიებელ პირებს
– ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს
– დამატებითი დაცვის მქონე პირებს
რეგისტრაციის პირობები
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირს რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი სწავლის დაწყების დროისთვის დაასრულებს მიმდინარე პროგრამას.
საგაზაფხულო მიღების ეტაპები
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 1 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება შერჩევის პროცესი.
შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტებს საბოლოო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით.
შერჩევის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ვებგვერდზე: vet.ge
სწავლის დაწყება
ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 2026 წლის 14 სექტემბერს.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია
by პროფესიული განათლების ამბები
-
უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
by პროფესიული განათლების ამბები