გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
11-15 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერასმუს + მობილობის ფარგლებში ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის (ნეაპოლი, იტალია) პროფესორი ლორენცო მარიკონდა ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 18 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროფესორ მარიკონდას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჩაატარა ლექციები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც განხილული იყო იტალიური და შედარებითი საკორპორაციო სამართალი, კორპორაციული მმართველობის მოდელების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზაციის საკითხები. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, იტალიურ, ევორპულ და ქართულ კანონმდებლობებს შორის პარალელები გაევლოთ.
ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განვითარებას და მობილობის ხელშეწყობას.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი