„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
13 მაისს, ალბერტას კოლეჯის (ლატვია) მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარია ლობანოვამ, „ერაზმუს+“ საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 18 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მარია ლობანოვამ თემაზე – Advertising Theory and Global Advertising Trends ისაუბრა.
ლექციის ფარგლებში, სტუდენტები რეკლამირების ძირითად კონცეფციებს, მათ შორის, რეკლამის ტიპებს, მომხმარებლის ქცევისა და ფსიქოლოგიის თავისებურებებსა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების ტექნიკებს გაეცნენ.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა რეკლამის გავლენაზე მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აუდიტორიას კონკურენტულ გარემოში ეფექტიანი და გავლენიანი მარკეტინგული შეტყობინებების შექმნის თანამედროვე მიდგომები გააცნო.
ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მარია ლობანოვა „ვროპის უნივერსიტეტის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურისა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მხარეებმა ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტური სერვისების განვითარების, მარკეტინგული კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. ასევე, სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ კომენიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩაატარეს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სიმულაციური შეჯიბრის პირველი ეტაპი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი