400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გელათის მეცნიერებათა აკადემიასა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის 11 მაისით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
განკარგულების მიხედვით, განათლების სამინისტრო გელათის მეცნიერებათა აკადემიას 400 ათასი, ხოლო გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს 350 ათასი ლარით უნდა დაეხმაროს.
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ:
ა) სსიპ – გელათის მეცნიერებათა აკადემიისათვის (ს/ნ: 212704992) ფინანსური დახმარების (400,000.00 (ოთხასი ათასი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 32 05 04) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან;
ბ) ა(ა)იპ – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისათვის (ს/ნ: 404924310) ფინანსური დახმარების (350,000.00 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 32 04 05) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს მთავრობის განკარგულება
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს მეცნიერებათა აკადემიას – მიზანი და თანხის ოდენობა
-
„ისეთი რთული ტესტი დაგვიდეს, უმეტესობამ ცარიელი ფურცელი დატოვა“ – NAEC-ის პასუხი მათემატიკის მასწავლებლის გამოცდაზე გასულებს
by ARIS.GE-განათლება
-
VII–XII კლასების სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – მაია ლაპიაშვილის სათქმელი გამოსაცდელებს
by განათლებული ბლოგი
-
„წესით, რეპეტიტორიუმი კერძო რეპეტიტორების რეალური ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს“ – მშობლების ხარჯი სკოლიდან სტუდენტობამდე
by ARIS.GE-განათლება