20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
20 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმზე 30-ზე მეტი კომპანია წარადგენს საკუთარ საქმიანობას, სტუდენტებს გააცნობს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და კარიერული განვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებს.
ფორუმი ხელს შეუწყობს:
- სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას;
- პროფესიული ქსელის გაფართოებას;
- ახალი შესაძლებლობებისა და თანამშრომლობების აღმოჩენას.
„სტუმრებს ფორუმზე გრანდიოზული სიურპრიზი ელოდებათ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – ადგილი, სადაც თქვენი წარმატება იწყება“, – აცხადებენ GRUNI-ში.
-
GRUNI-ს სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრმა გაეროს PRME-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დანაყოფის სესიაზე პრეზენტაცია წარადგინა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI, პარტნიორის სტატუსით, საგანმანათლებლო პროექტში – „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“ მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი