GE

10 საუკეთესო ფილმი ნებისმიერ ასაკში მეცნიერებით დაინტერესებულთათვის

თუ თქვენ რაღაც განსაკუთრებულის, მშვენიერის, ზოგჯერ ამოუცნობის შემეცნებით ხართ შეპყრობილი, დროა სამეცნიერო ჟანრის ფილმების ყურება დაიწყოთ. სიტყვამ „მეცნიერება“ არ უნდა შეგაშინოთ, რადგან საუკეთესო სამეცნიერო ტელე-შოუები არაა მხოლოდ მეცნიერებისთვის, მათი გაგება ნებისმიერს შეუძლია. ქვემოთ მოყვანილი ფილმები და სერიალები ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი მაყურებელი თითქმის ყველა ასაკის ცოდნის მაძიებელი ადამიანია. მათი განსაკუთრებულობა კი ისაა, რომ მიუხედავად საკითხების სირთულისა, ისინი მარტივი, საინტერესო გზებითაა წარმოდგენილი.

1.იკარუსი Icarus – ფილმში 3 ჟანრი ერთაიანდება: კრიმინალი, სპორტი და მეცნიერება, როგორც ადამიანის გონების მანიპულატორი. მთავარი გმირია წარმატებული მეწარმე, კარგი მეოჯახე და ამ ყველაფერთან კრიმინალური დაჯგუფებებში კარგად ცნობილი იკარუსი, რომელიც ერთ დღეს რუსეთში გაემგზავრება.

2. მომზადებული Cooked – 4-ნაწილიან დოკუმენტურ ფილმში ჟურნალისტი და საჭმლის ექსპერტი მაიკლ პოლანი, კულინარიის ევოლუციაზე და მათ შემადგენელ 4 ელემენტზე: ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და დედამიწის შესახებ გიამბობთ და თან, სამზარეულოს საიდუმლოებებს და საინტერესო რეცეპტებსაც გაგანდობთ.

3. შავი თევზი Blackfish – დოკუმენტური ფილმი ზღვის ცხოველებისა და მათი ცხოვრების წესის შესახებაა.

4. Chaising Coral – ფილმის გადაღება დიდ სირთულეებთან და დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ის მთლიანად წყლის სამყაროს შესახებ გვამცნობს საინტერესო ინფორმაციას, გვიყვება მარჯნის პოლიპებსა და სხვა მცენაარეებზე, რომლებიც ოკეანეების, ზღვებისა თუ მდინარეების ფსკერს ფარავენ.

5. პლანეტა დედამიწა Planet Earth – დევიდ ეთენბოროუს მიერ გადაღებული სერიალი, ფაქტობრივად გამოგზაურებთ დედამიწის გარშემო. თითოეული ეპიზოდი ერთი შეხედვით ნაცნობი დედამიწის უცნობ ადგილებს აღმოგაჩენინებთ, ბუნების იდუმალებას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და თვალწინ გასაოცარ ხედებს გადაგიშლით. სერიალი მოგითხრობთ უდაბნოების, კუნძულებისა თუ ოკეანეების შესახებ. 2017 წელს სერიალის მეორე სოზონიც გამოვიდა.

6. ლურჯი პლანეტა Blue Planet – პლანეტა დედამიწის შემქმნელმა კიდევ ერთი საოცარი სანახაობა გვაჩუქა, ამჯერად ის წყალქვეშა საიდუმლოებებზე და მის მისტიკურობაზე მოგვითხრობს.

7. ცხოვრება Life – 11-ეპიზოდიანი ბრიტანული ტელე-შოუ ყველა კონტინენტზე გამოგზაურებთ და თითქმის ყველა სახეობის ცოცხალ არსებას გაგაცნობთ. თითოეული ეპიზოდი უნიკალურია და ზოგჯერ გასაოცარიც.მაგალითად, შეუძლებელია შიმპანზეების ცხოვრებას უემოციოდ უყუროთ. ეს სერიალი დაგარწმუნებთ, რომ ყველა ცხოველის ცხოვრების ტაქტიკა განსხვავებულია.

8. კოსმოსი: დროის ოდისეა – დოკუმენტური ტელე-შოუ კოსმოსში გამოგზაურებთ და დროისა და სივრცის კანონზომიერებზე მოგითხრობთ. სერაილის ძველი ვერსია, რომელიც 1980-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ბევრის გაოცებას იწვევდა, კარლ საგანის ჯილდოს მფლობელი გახდა. 2014 წელს გადაღებული მისი მეორე სოზონი კი ბევრად უფრო ინფორმაციული დასანახაობრივიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დოკუმენტურია, იგი კოსმოსის შთამბეჭდავი სურათებით მაყურებლის დატყვევებას ახერხებს.

9. FOOD INC – რობერტ კენერის ფილმი 1950 წლიდან დღემდე საკვების ინდუსტრიის განვითარების ისტორიას გვიყვება. ფილმში მოთხრობილია სწრაფი კვების ობიექტების შექმნის წინაპირობები, უხარისხო პროდუქციის გამოშვების მიზეზები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. იგი წარდგენილი იყო ოსკარზე.

10. უშორესი: ვოიაჯერი კოსმოსში Farthest:Voiager in Space –1977 წელს ნასამ მზის სისტემაში კოსმოსური ხომალდი „ვოიაჯერ 1“ გაგზავნა, რომელმაც იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი „მოინახულა“. სწორედ ეს ისტორიაა გადმოცემული ფილმში.

ფილმები, რომელიც ბავშვებს უნდა აჩვენოთ, სანამ 13 წლის გახდებიან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური