როგორ ატვირთოს დირექტორმა დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) საჯარო სკოლების დირექტორებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ატვირთოთ დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი ელექტრონულ ჟურნალში.
EMIS-ის ცნობით, ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში „დარღვევები“, სადაც გვიჩანს მანდატურის მიერ ატვირთული დარღვევა: თარიღის, დარღვევის კატეგორიისა და დარღვევის ტიპის მითითებით. სტატუსის ქვეშ ჩანს, დარღვევა რეაგირებულია თუ საჭიროებს რეაგირებას.
„დათვალიერების ღილაკით შეგვიძლია დეტალურად ვნახოთ ოქმი: სადაც არის ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, პერსონის ტიპი, პირადი ინფორმაცია. მარჯვენა ქვედა კუთხეში გვაქვს ღილაკი „რეაგირება“. ამ ღილაკზე დაჭერისას გამოდის ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ავტვირთოთ რეაგირების დოკუმენტი“, – ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 6 აპრილის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
„განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“ – ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
„განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“ – ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა