გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
დღეს, 14 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პირველი შეხვედრა პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა გახსნა. საჯარო ლექციაზე – „სტუდენტის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილი“, მომხსენებელმა იმ ისტორიულ მოვლენებსა და მუხტზე ისაუბრა, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვას უკავშირდება.
ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. შეხვედრის დასასრულს საინტერესო დისკუსია გაიმართა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი